|
2025-03-15 16:10:46, 830 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - რეაბილიტაციის გამო, გმირთა მოედანზე ღამით მოძრაობა 4 დღით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა მონაკვეთებში, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სრულად შეიზღუდება. კერძოდ, 15 მარტის 23:30 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ამსვლელ პანდუსზე, ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გამსვლელი გვირაბის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. 16 მარტის 23:30 საათიდან დილის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გამსვლელ გვირაბში. ავტომობილები მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გმირთა მოედნის გავლით. 17 მარტის 23:30 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან გვირაბის გავლით. 18 მარტის 23:30 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, გმირთა მოედნიდან და ფილარმონიის მხრიდან მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით, ვარაზისხევისკენ მიმავალი მიმართულება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერიაში აცხადებენ რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი N534 მიკროავტობუსი ვარაზისხევის საშუალებით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩით განაგრძობს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)