|
2025-03-14 14:56:37, 483 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს სტივ უიტფოკის საშუალებით ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა
ვლადიმერ პუტინმა გუშინ გვიან საღამოს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტფოკი მიიღო და მისი მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მან გაახმოვანა კითხვები, რომლებსაც პასუხი ერთობლივად უნდა გაეცეს. „გუშინ მოისმინეთ პრეზიდენტ პუტინის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას მან თქვა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, მაგრამ გააჟღერა რამდენიმე კითხვა, რომლებსაც ერთობლივად უნდა გაეცეს პასუხი. ამიტომ, დიახ, მართლაც, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა ბატონი ტრამპის პოზიციის მიმართ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, რუსეთს და შეერთებულ შტატებს ესმით, რომ ორივე ქვეყნის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი აუცილებელია. „ორივე მხარეს აქვს გაგება, რომ ასეთი საუბარი აუცილებელია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)