19:51 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 11:36:18, 544 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი: ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ სტუდენტმა თავისი აზრი ხმამაღლა გამოხატოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სტუდენტმა თავისი აზრი ხმამაღლა გამოხატოს.

წულუკიანის შეფასებით, მთავარია ეს აზრი გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მიერ მოსმენილი იყოს და რექტორი სტუდენტებს ხვდება კიდეც. აქედან გამომდინარე, იუსტიციის მინისტრი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ჯანსაღ პროცესს უწოდებს.

„მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი მოსმენილია თავად რექტორის მიერ და სწორედ ესეც არის ხოლმე, განსაკუთრებით ამ ასაკში პროტესტის გამოხატვის მიზანი, რომ მოისმინონ  მათ ვინც იღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე ეს უფრო ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ და მჯერა სტუდენტები და რექტორი, რომელიც არ დაიზარებს და ხვდება ახალგაზრდა თაობას გამოსავალს მალე იპოვნიან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics