|
2025-03-09 09:48:18, 896 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი კანადურ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუწესა. კანადამ ას და 25-პროცენტიანი საიმპორტო ბაჟები ჩინეთში წარმოებულ ელექტროავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინის პროდუქტებზე დააწესა. ჩინეთის ტარიფები ძალაში 20 მარტს შევა. „კანადის ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, წარმოადგენს პროტექციონიზმის ტიპურ აქტს და დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც მძიმედ აზიანებს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს“, – ნათქვამია ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში. ჩინეთი კანადის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. კანადამ 2024 წელს 47 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ჩინეთში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)