|
2025-03-04 17:30:48, 698 ნახვა
ეკონომიკა
განახლებული ციფრული ბარათები საქართველოს ბანკის მობილბანკში
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას კვლავ აგრძელებს. ამჯერად, მობილბანკში მომხმარებლებს PLUS და Student Card-ის განახლებული დიზაინის ციფრული ბარათები დახვდებათ. ციფრული ბარათების დიზაინი სამ კატეგორიად იყოფა. ესენია: საქართველოს კუთხეები, ინტერესები და ფერები. ბარათი უფასოა და მისი მისი აღება მომხმარებლებს სულ რამდენიმე წუთში, მობილბანკიდან შეუძლიათ. ციფრული PL US ბარათების აღებისას, მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა აირჩიოს თვის ჭრილში ერთი შეთავაზება. PLUS-ის შეთავაზებები მარტისთვის მოიცავს PLUS ქულების ქეშბექს Arttime, Yves Rocher, NAPAPIJRI, Scotch and Soda, Elite Website-ისა და Voulez-vous-ს მაღაზიებში. ინფორმაციისთვის, ციფრული ბარათის ასაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაციის დააფდეითება. „საქართველოს ბანკის საუკეთესო მობილბანკის 8.0 ვერსიაში დიდი განახლებაა და ის ციფრული ბარათების რედიზაინსაც მოიცავს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბარათის ვიზუალი თავად აირჩიონ. 3 კატეგორიის, 30-მდე უნიკალური ვიზუალით ბარათის მფლობელს შესაძლებლობას ვაძლევთ, გამოხატოს საკუთარი თავი, აირჩიოს საყვარელი ფერი, ჰობი თუ კუთხე. ინტერესების კატეგორიაში მუსიკის, ხელოვნების, ცხოველების, სპორტის, ზამთრის და ზაფხულის, წიგნების, მოგზაურობის მოყვარულებს დახვდებათ ციფრული ბარათები. კუთხეების კატეგორია მოიცავს საქართველოს კუთხეებს, ყველაზე ღირსშესანისნავი ადგილების დიზაინით. ხოლო, ფერების კატეგორია იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც მინიმალიზმს ამჯობინებენ და სადა ვიზუალი მოსწონთ. ჩვენი გუნდი თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა, რათა მომხმარებელთა ინტერესები შეგვესწავლა და მათზე მორგებული პროდუქტი შეგვექმნა. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)