|
2025-03-04 14:05:38, 496 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ქუთაისში ქალი მეწარმეებისთვის ბიზნეს შეხვედრა გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს 360°-ის ფარგლებში, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება ამჯერად, ქუთაისში, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით, შეხვედრა-“კონტენტის შექმნა”, 5 მარტს ჩატარდება. შეხვედრა 14 საათზე, ქუთაისი ინნ-ში გაიმართება. შეხვედრაზე ესერთი კონტენტ სტუდიოს დამფუძნებლები ლიანა მეტრეველი და ირინა ბერიაშვილი მეწარმე ქალებს გაუზიარებენ ცოდნას თუ როგორ შექმნან კონტენტი ბიზნესისთვის. ასევე ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონტენტის და პროდუქტის ფოტოგრაფია, მისი დაგეგმვა, სხვადასხვა თანამედროვე კრეატიულ მიდგომები, ტექნიკები და ხრიკები. გარდა ამისა, ვორკშოფის მიმდინარეობისას მის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე შეასრულონ დავალება, შექმნან კონტენტი მოცემული ვიზუალური დავალების და რეკვიზიტების მიხედვით. ვორკშოფზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე, 4 მარტის ჩათვლით. ,,საქართველოს ბანკისთვის ქალი მეწარმეების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, ამიტომაც აქტიურად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ საუკეთესო შეთავაზებები მივაწოდოთ. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, შეხვედრების სერიებს ვაგრძელებთ, ამჯერად ქუთაისში. შეხვედრაზე ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ კონტენტის შექმნასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მიიღონ, რაც სამომავლოდ მათ დაეხმარებათ საკუთარი სოციალური გვერდების კიდევ უფრო განვითარებასა და დახვეწაში. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურად ვგეგმავთ მსგავსი, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“,-აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ბიზნეს შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)