CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთმა გარკვეული სახის აშშ-ს საქონელზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფის გაორმაგების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15%-იანი ტარიფი დაწესდება, ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. 10%-იანი ტარიფი კი დაწესდება: სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, წყლის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.