|
2016-03-09 16:18:22, 579 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სადაზღვევო სექტორს გააცნეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, სადაზღვევო კომპანიების წარმომდგენლებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის კომუნიკაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ის ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდება. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საფინანსო სექტორის ჩართვა. „შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ დაგეგმილ საგადასახადო რეფორმებზე, მათ მნიშვნელობაზე, მათ შორის, აღნიშნული დარგის განვითარებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ გაგრძელდება კომუნიკაცია, იმისთვის, რათა უკეთ გავიგოთ ბიზნესის პრობლემები, რა დამატებითი შესაძლებლობები აქვს ბიზნესს განვითარებისთვის, მათ შორის, საუბარია პორტფელური ინვესტორების მოზიდვაზე. ვფიქრობ, სადაზღვევო სექტორი ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი საინტერესო სექტორია," - განაცხადა ნოდარ ხადურმა. „სადაზღვევო ინდუსტრია მიესალმება აღნიშნული კანონპროექტის მიღებას, რადგან ის ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, დამატებითი ინვესტიციებისა და ინვესტორების შემოსვლას. ჩვენთვის მნიშნელოვანია, ახალი რეგულაციები გავრცელდეს სადაზღვევო სექტორზე, რადგან შესაძლებელი იქნება თანხების რეინვესტირება, მოხდება სადაზღვევო კომპანიების კაპიტალიზაციის გაზრდა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში კაპიტალური ბაზრების განვითარებასთან," - აღნიშნა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, მოგების გადასახადის დაგეგმილი რეფორმა მიმართულია ეკონომიკის ზრდაზე და მნიშნელოვანია აღნიშნული რეფორმა ასევე შეეხოს სადაზღვევო ინდუსტრიას. როგორც მან აღნიშნა, მთავრობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება. შეხვედრაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გარდა, საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში დღეს არსებულ ვითარებას და დარგის განვითარების სამომავლო პერსპექტივას.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)