|
2025-02-21 16:41:16, 567 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - კრემლს არ მიაჩნია, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პრორუსული პოზიცია დაიკავა
კრემლში არ მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პრორუსული პოზიცია დაიკავა. უკრაინასთან დაკავშირებით ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებებზე კრემლში აღნიშნავენ, რომ „ბევრი მშვიდად ვერ აკვირდება უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილს, ხელი შეუშალოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, კრემლი ეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციას იმაში, რომ უკრაინაში ომის „მშვიდობიანი გზებით“ დარეგულირება არის სასურველი. „ნათელია, რომ ცოტას შეუძლია, გულგრილი დარჩეს იმ ყველაფრის მიმართ, რაც კიევის რეჟიმის ირგვლივ ხდება, რომელიც გამორიცხავს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას და არ სურს მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება. რა თქმა უნდა, ვინაიდან ბევრი არ რჩება გულგრილი, ეს აისახება ძალიან ემოციურ განცხადებებში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)