|
2025-02-21 10:39:52, 532 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაეცა
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - პარტნიორული პროექტები/მდგრადი დაფინანსება” კატეგორიაში ჯილდო თიბისი ლიზინგს გადაეცა. აღნიშნული პრიზი მან ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF)-ის საკრედიტო ხაზის დახმარებით მზის ფოტოვოლტური პროექტების წამოწყებისთვის მიიღო. ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარი ჟიურის განსაკუთრებული მოწონება კომპანიის მიერ წარდგენილმა განვითარების გრძელვადიანმა სტრატეგიამ დაიმსახურა, რაც ეკომეგობრული და მდგრადი პროექტების დაფინანსებას გულისხმობს. მიმდინარე წელს, ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ჯილდოს თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება შედგა სამი პანელური დისკუსიისგან: მმართველობითი საკითხები და პარტნიორობა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. აღსანიშნავია, რომ ლიზინგი, თავისი არსით „მწვანე“ ინიციატივაა, რადგან საშუალებას აძლევს ბიზნესებს ინვესტიცია განახორციელონ უფრო ახალ და ეფექტიან აღჭურვილობაში, რომელიც ნაკლებ რესურსს მოიხმარს. თიბისი ლიზინგის დაფინანსებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფოკუსირებულია გარემოს დაცვასა და განახლებად ენერგიაზე – როგორიცაა მზის პანელები და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურები. კომპანია ხელს უწყობს ენერგოეფექტური სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო აქტივების დაფინანსებას. 2024 წლის მდგომარეობით მისი მწვანე პორტფელის მოცულობამ 40 მილიონი ლარი შეადგინა. „მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ კორპორაციული მდგრადობის ჯილდო. ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, მწვანე და პასუხისმგებლობიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ხელი შევუწყვეთ ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კიდევ უფრო გაძლიერებასა და მათი მწვანე საქმიანობის გაფართოებას. ჩვენი, როგორც საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიის მიზანია შევქმნათ პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი, რაც ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ დაფინანსების ალტერნატიული საშუალებებით, რათა გააფართოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა“, - გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)