|
2025-02-21 10:38:38, 584 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა ინდ. მეწარმეებისთვის ერთიანი ციფრული სივრცე შექმნა
საქართველოს ბანკი აგრძელებს ინდ. მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაზიარებას. ამ მიზნით, შეიქმნა ერთიანი სივრცე ინდ. მეწარმეებისთვის, სადაც მცირე ბიზნესის მართვისა და განვითარებისთვის საჭირო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიიღებთ ინფორმაციას. ვებ-გვერდზე ინდ. მეწარმეები შეიტყობენ, თუ როგორ გააცნონ საკუთარი საქმიანობა საქართველოს ბანკის 1.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს Ads მენეჯერის საშუალებით - უფასოდ შექმნან ქეშბექის, ფასდაკლების ან PLUS ქულების შეთავაზება, რომლის შესახებ ინფორმაცია შემდეგ საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე ვრცელდება. ინდ. მეწარმეებს ამ სივრცეში ასევე აქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ მასტერკლასები და შეისწავლონ კონტენტის შექმნა, ციფრული მარკეტინგი, ეფექტური ტექსტის შედგენა და სხვა. მათ, ვისაც არ აქვთ ბიზნეს ანგარიში, შეუძლიათ სასტარტო ბიზნეს ნაკრები პლატფორმაზე გაიაქტიურონ და უფასოდ ისარგებლონ 6 თვის განმავლობაში. კომპანიის ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია S, M ან L ბიზნეს ნაკრებების არჩევა. სივრცეში ასევე წარმოდგენილია ინდ. მეწარმეების საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები და ციფრული პროდუქტები. „საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინდ. მეწარმეებს. გასულ წელს ჩვენ არაერთი ინიციატივა წამოვიწყეთ მათი გაძლიერებისა და წახალისებისთვის, მათ შორის საქართველოში პირველად წამოვიწყეთ გათამაშება ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და ასობით გამარჯვებული გამოვავლინეთ. ჩვენი მიზანია, ამ სეგმენტს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა და ამისათვის ერთ სივრცეში გავაერთიანეთ ყველა საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური თუ საბანკო პროდუქტი, რომელიც მათ საქმიანობის უკეთესად წარმართვაში ეხმარება. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ ინდ. მეწარმეებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინდმეწარმეების ერთიანი სივრცის სანახავად ესტუმრეთ ბმულს www.bankofgeorgia.ge
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)