|
2025-02-20 13:48:48, 389 ნახვა
მსოფლიო
ჰამასმა ისრაელს 4 დაღუპული მძევლის ცხედრები გადასცა, მათ შორისაა 9 თვის კფირ ბიბასი
პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელს 4 დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედრები გადასცა. დაღუპულებს შორისაა 2 მცირეწლოვანი ბიჭი, რომლებზეც დიდი ხანია, ვარაუდობდნენ, რომ ტერორისტების ტყვეობაში დაიღუპნენ. 4 დაღუპულ ისრაელელ მძევალს შორისაა 32 წლის ქალი, შირი ბიბასი, მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი - 4 წლის არიელი და 9 თვის კფირი და 84 წლის მამაკაცი, ოდედ ლიფშიცი. ყოველი მათგანი ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დროს გაიტაცეს. შირი ბიბასის მეუღლე, დაღუპული მცირეწლოვანი არიელისა და კფირის მამა, იარდენ ბიბასი ჰამასის ტყვეობაში 16 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. იგი 1-ელ თებერვალს გათავისუფლდა. "ჩვენი გულები - მთელი ერის გული - დამსხვრეულია. ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გიხრით თავს და გთხოვთ პატიებას. პატიებას, რომ ვერ დაგიცავით იმ საშინელ დღეს. პატიებას, რომ ვერ დაგაბრუნეთ შინ უსაფრთხოდ". - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა. ტერორისტებმა წითელი ჯვრისთვის ცხედრების გადაცემამდე ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში, ტრადიციულად, სცენა მოაწყვეს და სცენაზე 4 შავი კუბო დემონსტრაციულად დაასვენეს. სცენაზე აღმართულ ბანერზე დაღუპული მძევლების სურათებთან ერთად ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულება იყო დატანილი. ბანერი ნეთანიაჰუს გამოსახავდა, როგორც ვამპირი. ტერორისტების მტკიცებით, მძევლები ღაზაზე ისრაელის ერთ-ერთი იერიშის შედეგად დაიღუპნენ. ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადებაში დაადასტურა, რომ ისრაელმა "4 დაცემული მძევლის კუბოები მიიღო". ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ძალაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 15 თვის შემდეგ, 19 იანვარს შევიდა, ჰამასმა ამ დროისთვის ისრაელს 28 მძევალი გადასცა - მათგან 24 ცოცხალი, ხოლო 4 დაღუპული. ისრაელიდან ღაზის სექტორში დაბრუნდა ასობით პალესტინელი პატიმარი. შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33-დან 25 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს (მათგან 8 ტყვეობაში გარდაიცვალა), მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე პირებს გაათავისუფლებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)