13:36 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 10:55:51, 354 ნახვა

მსოფლიო
ჰამასი აცხადებს, რომ მზადაა, ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის სანაცვლოდ, ყველა დარჩენილი მძევალი გაათავისუფლოს

დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს.

ტელეკომპანია Al Jazeera-ს ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ მზად ვართ მეორე ეტაპისთვის, რომლის დროსაც ტყვეების ერთბაშად გაცვლა მოხდება შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გამოიწვევს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას და ღაზადან ჯარების სრულ გაყვანას“, - აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ კაიროში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს მოხდა შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც, „ჰამასი“ შაბათს ექვს მძევალს გაათავისუფლებს, ხუთშაბათს კი ისრაელს 4 მძევლის ცხედარს გადასცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics