2025-02-19 09:47:52, 443 ნახვა
საზოგადოება
19 თებერვალი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 19 თებერვალს საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით -5, 0°.
აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით -4, +1°.
ავტორი: ექსპრესნიუსი,