|
2025-02-18 15:49:22, 551 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Email მარკეტინგის კურსი დაემატა
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კურსი, Email მარკეტინგი დაემატა. ბიზნესკურსის საგანმანათლებლო პლატფორმა უკვე არაერთი წელია, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს მრავალფეროვანი ინფორმაციითა და სასწავლო რესურსებით აძლიერებს. პლატფორმა მუდმივად ახლდება და მას ყველაზე მოთხოვნად თემებზე ახალი კურსები ემატება. Email მარკეტინგის კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიები. კურსი 10 ვიდეოლექციას მოიცავს, რომელთა გავლის შემთხვევაში გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება მომხმარებლის მეილების შეგროვება, ტექსტური მეილების ვიზუალიზაცია, ციფრული ხელსაწყოების გამოყენება, კამპანიების შედეგების გაზომვა და სხვა. ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ, თქვენი პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ ინფორმაცია სწორ აუდიტორიამდე მიიტანოთ და გაყიდვები გაზარდოთ. კურსს საქართველოს ბანკის ციფრული არხების ხელმძღვანელი, სოსო გომარელი უძღვება. „Email მარკეტინგი ციფრული კომუნიკაციების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ამავე დროს უძველესი არხია. მას თანაბარი წარმატებით იყენებენ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესები, ისე დიდი კორპორაციები. ამ კურსის მეშვეობით გაგიზიარებთ ინფორმაციას Email მარკეტინგის საწყისებისა და მაგალითების შესახებ, გაგიზიარებთ მიგნებებს და გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ციფრული ხელსაწყოები ისე, რომ თქვენი Email კამპანიები წარმატებული იყოს“, - ამბობს სოსო გომარელი. Businesscourse.ge უფასო პლატფორმაა, სადაც ბიზნესებისთვის საჭირო ინფორმაცია სასწავლო კურსების ფორმატშია გაერთიანებული. პლატფორმა მოიცავს კურსებს ფინანსების, მარკეტინგის, ვაჭრობის და სხვა საკითხების შესახებ. ჯამში პლატფორმაზე 50-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი ვიდეოფორმატში, მათი გავლა კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა. Email მარკეტინგის კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)