16:49 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 10:11:39, 433 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე შეძლებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზრით, ის ძალიან მალე შეძლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, ის ბევრს მუშაობს მშვიდობის მისაღწევად და სჯერა, რომ როგორც პუტინს, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურთ ბრძოლის შეწყვეტა.

„ჩვენ წინ მივიწევთ. ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას რუსეთსა და უკრაინას შორის და ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, – თქვა ტრამპმა.

ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა პრეზიდენტ პუტინს მთელი უკრაინა, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.

„არა, მგონია, მას შეწყვეტა სურს. ეს იყო ჩემი კითხვა მისადმი. რადგან, თუ ის გააგრძელებს, ეს დიდი პრობლემა იქნებოდა ჩვენთვის. და ეს გამოიწვევდა ჩემთვის დიდ პრობლემას იმიტომ, რომ უბრალოდ, არ შეიძლება ამის დაშვება. მგონია, მას სურს ამის დასრულება, და მათ სურთ ამის სწრაფად დასრულება. ორივეს, ზელენსკისაც სურს ამის დასრულება“,-თქვა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის შოთა თუთბერიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics