18:47 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 10:54:44, 542 ნახვა

მსოფლიო
სერბეთის პრეზიდენტი - ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული. ეს განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა სერბეთის მთავრობის მხარდამჭერების შეკრებაზე, ქალაქ სრემსკა მიტროვიცაში გააკეთა.

„ჩვენ აქ არ შევკრებილვართ ვინმეს ძალაუფლების დასაცავად. ჩვენ არ შევკრებილვართ ვინმეს თანამდებობის დასაცავად. ჩვენ არ მოვსულვართ იმაზე სალაპარაკოდ, თუ რამდენად არ სურს ოპოზიციას არჩევნები, რეფერენდუმი ან რაიმე, სადაც ხალხს აქვს თავისი სიტყვის თქმის უფლება. ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ ვიცით – სერბეთი საფრთხეშია. ჩვენ მოვედით და შევიკრიბეთ, რადგან ვიცით, სერბეთს გარედან უტევენ, და ბევრი უჭერს მხარს ამას შიგნიდან. ისინი მანიპულირებენ ჩვენი შვილებით, იყენებენ მათ ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა მოიპოვონ ის, რაც ხალხმა არ მისცა მათ არჩევნებზე“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

მისივე თქმით, სერბეთში 2024 წლის პირველი ნოემბრიდან მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მიზანი „სერბეთის დამხობაა“.

„მიზანია სერბეთის დამხობა, რადგან მათ არ სურთ, რომ სერბეთი იყოს ეკონომიკურად აყვავებული. მათ სურთ, რომ სერბეთი იყოს სუსტი რეგიონში. მათ არ სურთ, რომ სერბეთს შეეძლოს და ჰქონდეს უფლება, დაეხმაროს სერბთა რესპუბლიკას [ბოსნიაში]. მათ სურთ სერბეთი, რომელიც დაიჩოქებს და ბოდიშს მოიხდის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“,​​​​​​​​​​​​​​ – განაცხადა ვუჩიჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics