23:10 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 13:08:45, 412 ნახვა

საზოგადოება
ექიმი - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განუცხადა.

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურია. კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი“,-აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ თავდაპირველად სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. ის 34-ე დღეა, რაც შიმშილობს.

მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს, ადგილობრივი პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics