03:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 09:01:36, 772 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად

მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული პოზიციის გარეშე ვლადიმერ პუტინთან არავითარი მოლაპარაკებების დაწყება არ შეიძლება.

ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს. განვიხილეთ პირობები, რომლებიც უკრაინაში ხანგრძლივი და ნამდვილი მშვიდობისთვისაა საჭირო და შევთანხმდით, რომ პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული პოზიციის გარეშე.

პრემიერ-მინისტრს შევატყობინე პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ, და განვიხილეთ საკვანძო მესიჯები და ყველა ევროპელის პოზიციის კოორდინაციის საჭიროება მთლიანად ევროპისთვის წარმატებული შედეგების მისაღწევად.

ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოებდეს, ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით, და ნატოს წევრობა პარტნიორებისთვის ყველაზე ხარჯთეფექტიანი იქნება. კიდევ ერთი საკვანძო გარანტია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში სერიოზული ინვესტირებაა.

ასევე მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად”, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics