20:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 08:59:24, 394 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის დელეგაცია დღეს მიუნხენში რუსებთან შეხვედრის გამართვას არ გეგმავს

უკრაინის დელეგაცია 14 თებერვალს მიუნხენში რუსებთან შეხვედრის გამართვას არ გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„უკრაინის პოზიცია უცვლელია. უკრაინა ჯერ ამერიკას უნდა ესაუბროს. ევროპა რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ ნებისმიერი სერიოზული მოლაპარაკებების მონაწილე უნდა იყოს და რუსებთან მოლაპარაკებების მაგიდაზე მხოლოდ შეთანხმებული საერთო პოზიცია უნდა დაიდოს. ცარიელ მაგიდასთან რუსებს არ ხვდებიან. ახლა მაგიდაზე არაფერია. მიუნხენში რუსებთან მოლაპარაკებები მოსალოდნელი არ არის“, - აღნიშნა დიმიტრი ლიტვინმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 14 თებერვალს მიუნხენში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics