16:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 15:46:20, 715 ნახვა

საზოგადოება
„შენ კენჭს იყრიდი იმ ღამეს მერი“ - ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ყველა მშობელს“; „მოგ.....თ კერძო საკუთრება“; „არ გათხოვდე, გათხოვდება ქმრის მსახურებაა“; „ენა მამული ჰომოფობიაა“; „შვებულება პრივილეგია არ არის“ „შენ კენჭს იყრიდი იმ ღამეს მერი“, - ამ ტრანსფარანტებით თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის ფილარმონიის წინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პროტესტს გამოხატავენ ქვეყანაში არსებულ მძიმე და დისკრიმინაციულ შრომით პირობებთან დაკავშირებით.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრმა ეკა იმერლიშვილმა აღნიშნა, მათი მიზანია 8 მარტი აღინიშნოს, როგორც ქალთა შრომის უფლებების დღე.

„ჩვენი მიზანია 8 მარტი აღინიშნოს, როგორც ქალთა შრომითი უფლებების აღნიშვნის დღე. ჩვენ ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ ყვავილების ჩუქების დღე. ეს დღე უნდა მიეძღვნას ქალთა შრომის უფლებებს“, - აღნიშნა იმერლიშვილმა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics