2016-03-08 11:08:18, 536 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა უწყების თანამშრომელ ქალბატონებს მადლობა გამოუცხადა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა.
მინისტრის სახელით, 91 ქალბატონი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.
შსს-ს ინფორმაციით, მადლობის სიგელები ქალბატონებს მათსავე სამუშაო ოთახებში სხვადასხვა დეპარტამენტების დირექტორებმა პირადად გადასცეს და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის დაცვა და პოლიციაში ქალთა მონაწილეობის გაზრდაა. განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები ქალ-პოლიციელებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უქმნის“, - აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან