08:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 13:15:21, 440 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში ააფეთქეს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში მოხდა აფეთქება, რომლის სამიზნე იყო დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი არმენ სარქისიანი.

თავდაპირველად რუსული მედიით და ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობა, რომ აფეთქების შედეგად სარქისიანი მკვდარია, თუმცა, მოგვიანებით რამდენიმე სახელმწიფო სააგენტომ, მათ შორის „ტასმა“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მძიმედ დაჭრილი სარქისიანი საავადმყოფოშია, მისი დაცვის თანამშრომელი კი დაიღუპა.

უკრაინა არმენ სარქისიანს, იგივე არმენ გორლოვსკის ადანაშაულებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასა და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის ხელშეწყობაში.

სარქისიანი მიჩნეულია უკრაინის დონეცკის რეგიონში ე.წ. სომხური ბატალიონის შექმნელად. ეს დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ მყოფ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტს“ ექვემდებარება და 2022 წლის თებერვალში მონაწილეობდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics