14:47 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 14:41:14, 534 ნახვა

საზოგადოება
კელი: მოვუწოდებ ყველა ადამიანს C ჰეპატიტზე ტესტირება გაიაროს

იმედი გვაქვს, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში საქართველო იქნება მოდელი, რომლის ტირაჟირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, ეს პროექტი არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ იქნება მცდელობა, რომ ყველა ადამიანი განიკურნოს ამ დაავადებისგან და ეს მსოფლიოსთვის მაგალითი იქნება.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, თუ რა მაღალი შედეგები მივიღეთ ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობისგან. აქ ჩართულია კერძო სექტორი, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულ პროდუქტს აწვდიან საქართველოს მთავრობას. ხელისუფლება კი თავის მხრივ საკუთარ რესურსებს აბანდებს, რათა ეს საუკეთესო შანსი გამოიყენოს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობას, შეერთებული შტატების ხელისუფლების წვლილს ამ ძალისხმევის მიმართულებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და მე ვთვლი, რომ მთავრობა მაღალ შეფასებას აძლევს კერძო და საჯარო პარტნიორობის მაგალითებს და მოუწოდებს მათ მეტი ჩართულობისკენ", - აღნიშნა იან კელიმ.

იან კელიმ ყველა ადამიანს მოუწოდებს, ტესტირება გაიარონ, ვინაიდან, შემდეგ მისი დოკუმენტირება მოხდება.

მისივე თქმით, მან ტესტირება პირადადაც ჩაიტარა და შედეგი უარყოფითი იყო. ელჩმა ანალიზი მინისტრის თხოვნით გაიკეთა.

"სამწუხაროდ, როგორც ვიცი, ასობით ათასი ადამიანი არ აღმოჩნდა ისეთივე იღბლიანი, როგორიც მე. მსოფლიოში კი მილიონობით ადამიანი იტანჯება ამ საშინელი დაავადებით. მე ამაყი ვარ, რომ ამერიკის მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეხმარება საქართველოს, რათა ეს გახდეს პირველი ქვეყანა, რომელმაც აღმოფხვრა ეს უსაშინლესი დაავადება თავის ქვეყანაში. მრავალი თქვენგანი დაადასტურებს, თუ რამდენად საშინელ დაავადებასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა საქარტველოში აშშ-ს ელჩმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics