14:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 13:36:17, 603 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის მოხალისე ტრენერებმა ტრენინგები დაიწყეს

საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში  პირველი ტრენინგი ჩატარდა.

 „კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის“ კონფლიქტოლოგმა თეონა გედენიძემ შეხვედრა გლდანის რაიონის საჯარო სკოლების მოსწაველეებისთვის, გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრში გამართა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგი კონფლიქტის არსს შეეხებოდა. შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და დატვირთული იყო სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სავარჯიშოებით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები ზოგადად კონფლიქტისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ოჯახურ, სასკოლო და ქუჩის კონფლიქტზე.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა კონფლიქტის მოგვარების გზები ერთობლივად ჩამოაყალიბეს.

ტრენინგი, რომელშიც 24 მოსწავლე მონაწილეობდა, გლდანის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა. როგორც ცნობილია, „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, გამგეობებსა და სკოლებში სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები ტარდება. აქტივობების მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის ადრეული პრევენციის მიზნით სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics