14:01 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 15:39:31, 413 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ მიქაელ მეძმარიაშვილის პროცესი 28 თებერვლისთვის გადადო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საპროტესტო აქციების მონაწილის, არასრულწლოვან მიქაელ მეძმარიაშვილის ადმინისტრაციული საქმე განიხილა.

მეძმარიაშვილს შსს-ს წარმომადგენელი 11 დეკემბერს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავება. იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა, პროცესი მოსამართლემ დახურა.

პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა თავად მიქაელ მეძმარიაშვილმა და მისმა დედამ, რომელიც სხდომას ესწრებოდა.

როგორც მათ განაცხადეს, საქმეში არსებული ვიდეოკადრებიდან არ ჩანს, რომ მიქაელ მეძმარიაშვილმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა. მათივე განმარტებით, კადრებიდან, რომელიც ასევე მედიას მიაწოდეს, ჩანს მხოლოდ ის, რომ რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია, ხალხია შეკრებილი და აქციის მონაწილეებს შორის მშვიდობიანად დგას მიქაელ მეძმარიაშვილი.

მოსამართლემ პროცესი 28 თებერვლისთვის გადადო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics