11:49 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 12:05:07, 575 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს ღია ცის ქვეშ აგრძელებენ

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს უნივერსიტეტის გარეთ, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ. მათ შესასვლელთან გაშლილი აქვთ ლეიბები, პლედები და ამგვარად გამოხატავენ პროტესტს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი იმყოფებოდნენ ამავე უნივერსიტეტის პატიმარი სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის მხარდასაჭერ მარშზე, უნივერსიტეტში დაბრუნებულებს კი ადმინისტრაციამ უთხრა, რომ უნივერსიტეტში შესვლას ვერ შეძლებდნენ. სტუდენტების თქმით, ისინი ათი დღეა პროტესტს გამოხატავენ და მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულ სტუდენტს, ირაკლი მიმინოშვილს და ამ დროის განმავლობაში შენობაში შესვლის და გამოსვლის პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა, ამ მხრივ ვითარება უკვე შეიცვალა.

სტუდენტების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი შეხვდეს მათგან სამ ადამიანს და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, უცხადებს თუ არა სოლიდარობას ამავე უნივერსიტეტის პატიმარ სტუდენტს ირაკლი მიმინოშვილს, რომელიც „რუსული რეჟიმის ტყვეა“.

უნივერსიტეტთან გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, პატიმრობაში მყოფი სტუდენტის ირაკლი მიმინოშვილის მხარდამჭერი ბანერი: „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სოლიდარობას არ უცხადებს საკუთარ დაკავებულ სტუდენტს - ირაკლი მიმინოშვილს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics