14:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 14:29:54, 347 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სანქციებს ხშირად მიმართავდა - მას ეს მეთოდები მოსწონდა

ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სანქციებს ხშირად მიმართავდა, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ ის რუსეთს სანქციებსა და ტარიფებს დაუწესებს.

„აქ რაიმე სახის ახალ ელემენტს ვერ ვხედავთ. იცით, რომ ტრამპი, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, სანქციების მეთოდებს ხშირად მიმართავდა. მას ეს მეთოდები მოსწონს. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში მოსწონდა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონთან „თანასწორი დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ ჯერჯერობით სიგნალი არ მიუღია“.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მაღალი დონის სანქციებისა და ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაზე თანხმობას არ განაცხადებს.

„თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სა და სხვა მონაწილე ქვეყნებს ყიდის. ჩვენ ამის გაკეთება მარტივი ან რთული გზით შეგვიძლია და მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. „შეთანხმების მიღწევის“ დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics