|
2025-01-23 12:26:50, 1401 ნახვა
საზოგადოება
სელფი მობაილი Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა
დღეს, კომპანია, სელფი მობაილმა, საქართველოს უმსხვილესმა ოპერატორმა, რომელსაც 1.3 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს, მსოფლიო ლიდერ Vodafone Group-თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. Vodafone-ის პარტნიორობით სელფის ეძლევა შესაძლებლობა, აბონენტებს შესთავაზოს ნულოვანი როუმინგის ტარიფები, ინოვაციური პროდუქტები და ექსკლუზიური შეთავაზებები. ეს მოიცავს საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორიცაა Wolt, Fitit და Trip.com. ამ თანამშრომლობით სელფის აბონენტები მიიღებენ განსაკუთრებულ შეთავაზებებს და სერვისებს, ხოლო კომპანია გააძლიერებს პოზიციას საერთაშორისო ბაზარზე. თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი პროდუქტი სელფი მობაილის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომი. ეს არის Vodafone-ის მსოფლიოში მსოფლიოში ცნობილი ლოიალობის პროგრამა, ამ პროგრამით სარგებლობა უმარტივესია, სელფი მობაილის მობილურ აპლიკაციაში შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით, მომხმარრბლისთვის ხელმისაწვდომი ხდება შეთავაზებები. Vodafone Group-თან პარტნიორობა საქართველოში ციფრული მომსახურების გაძლიერებასა და გლობალურ ქსელში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. ცნობისთვის, Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელკო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მპნ ადამიანზე მეტს.მობილური სერვისის თვალსაზრისით, Vodafone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)