13:11 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 11:34:53, 390 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო. სტუდენტების ნაწილი და უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როდესაც უნივერსიტეტის დაცვამ „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ დაკავებულ სივრცეში შესვლა შეძლო.

„მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ საგამოცდო ცენტრი გუშინ დაიკავა, მათ საგამოცდო სივრცეში შესასვლელი სივრცე სავარძლებით, მაგიდებითა და სხვადასხვა საშუალებებით ჰქონდათ ჩახერგილი. მათივე ინფორმაციით, ეს სივრცე დღეს დაცვამ გაარღვია.

„ეს ნორმალურია? ეს რა ფორმა არის? ეს არის უნივერსიტეტის დაცვა? შემოდით და დაწერეთ ახლა თქვენი გამოცდები. ასე გვიცავს დაცვა სტუდენტებს?“ - განაცხადეს მათ.

ინფორმაციისთვის, „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ საგამოცდო სივრცე გუშინ დაიკავა. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, მათი იქ დგომის მიზეზი არის, რომ „შეუძლებელია ისწავლონ, მანამ, ვიდრე მათი თანატოლები ციხეში არიან, ვიდრე საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ვიდრე არ აქვთ საკმარისი სტიპენდია და სხვა მატერიალური პირობები“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics