16:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 16:14:28, 553 ნახვა

სამართალი
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა უფლებადამცველმა გაავრცელა.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი 20 წლის სტუდენტია, რომელიც 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, 11 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics