|
2025-01-22 15:20:35, 451 ნახვა
საზოგადოება
საკანონმდებლო ორგანოსთან მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოსთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის კოლეგები, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ. ჟურნალისტებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ხელმძღვანელ მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრებს!“. ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ პარლამენტის შესასვლელთან ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული. ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა. #თავისუფლება მზია ამაღლობელს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)