14:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 10:46:12, 617 ნახვა

საზოგადოება
სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში“ სიტყვით გამოვიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი  შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე  „ქალები პოლიციაში" სიტყვით გამოვიდა.  

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანი საქართველოდან ერთადერთი ქალბატონი იყო, რომელიც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს.მან  საკუთარ კარიერასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და  ხაზი გაუსვა სამართალდამცავ უწყებებში ქალის როლის მნიშვნელობას.

კონფერენცია უკვე მეხუთე წელია ტრადიციულად საქართველოში ტარდება. კონფერენციის მთავარი თემაა სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა.

წელს ღონისძიებას 19 ქვეყნის პოლიციელი ქალი დაესწრო, მათ შორის პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics