14:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 11:47:54, 452 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, უამინდობის გამო დახურულია სკოლები, მაგისტრალები, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 2200-ზე მეტი ფრენა, ხოლო შეფერხებებია 3000 რეისზე.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ქეით ჰოჩულმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნიუ-იორკის დასავლეთით მდებარე ათეულ ოლქში. რამდენიმე შტატის, მათ შორის ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას გუბერნატორებმა ასევე გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა, რომ თოვლი იშვიათი მოვლენაა ფლორიდაში, ამიტომ ინფრასტრუქტურა განსხვავებულად არის შემუშავებული. დესანტისმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics