2025-01-21 11:05:56, 553 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, ცეცხლის შეწყვეტა ტრამპის პრიორიტეტი იქნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სენატის მიერ თანამდებობაზე ერთხმად დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი რუსეთია, ომის დასასრულებლად ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა.
„გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ეს ნათელია. პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ სურს იყოს პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას ხელს შეუწყობს და კონფლიქტებს დაასრულებს. ეს რთული იქნება, მაგრამ ვადების დადგენა არ შემიძლია“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრიორიტეტი იქნება. „ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. საბოლოო ჯამში, ეს საგარეო პოლიტიკის სირთულეს წარმოადგენს,“ – აღნიშნა მარკო რუბიომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,