18:08 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 11:33:08, 607 ნახვა

სამართალი
ადვოკატის თქმით, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილზე განყოფილებაში სასტიკად იძალადეს

რეჟისორ დათა თავაძის ინფორმაციით, ადვოკატმა თქვა, რომ რეჟისორი გურამ მაცხონაშვილზე განყოფილებაში სასტიკად იძალადეს.

"ადვოკატის თქმით, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილზე სასტიკად იძალადეს განყოფილებაში, ურტყეს კეფაში.

შეგახსენებთ, რომ გურამ მაცხონაშვილი დააკავეს პირბადის ტარების გამო.

მაცხონაშვილმა სოლიდარობა გამოხატა ამავე მიზეზით ზუგდიდში დაკავებული აქტივისტების მიმართ", - წერს თავაძე.

 

დაკავებულები მოინახულა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა მარიამ პატარიძემ. ორგანიზაციის დირექტორი თამთა მიქელაძე მასზე დაყრდნობით იუწყება, რომ:

  • „დაკავებულების თქმით, პოლიციის განყოფილებაში აგრესიულობით გამოირჩეოდა ერთი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი არ წარუდგინა მათ. ის აქტიურად ცდილობდა აქტივისტების ტელეფონების დათვალიერებას. სწორედ ამ პროცესში არ იჯერებდნენ, რომ გურამ მაცხონაშვილს საერთოდ არ ჰქონდა ტელეფონი თან და ამის გამო კეფაში რამდენჯერმე ჩაარტყეს. ეს ყველაფერი პოლიციის განყოფილებაში ხდებოდა. მანამდე პოლიციის განყოფილებაში შეყვანის დროს სონა კალანდაძეს აგინებს და თმით მოქაჩეს. თმით მოქაჩეს მარიამ პაიჭაძეც; პოლიცია თავს არ იკავებდა დაკავებულების დაშეიმებისგან და პროტესტში ჩართულობის აბსურდულობაზე უთითებდა. აინტერესებდათ ტატუების მნიშვნელობა და გამოხატავდნენ ირონიას“.

 

მაცხონაშვილი გუშინ, 18 იანვარს, თემქის განყოფილებასთან დააკავეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics