13:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 17:08:48, 608 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონის მეფუტკრე კოოპერატივები მეფუტკრეობის სფეროში მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ

მეფუტკრეობის დარგში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაცია  სამეგრელოს რეგიონში მოქმედ მეფუტკრე კოოპერატივებს მიეწოდათ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ    მეფუტკრეებს წარუდგინა  სახელმწიფო პროგრამა რომლის ფარგლებშიც თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად გაიცემა სკები, თაფლის საწურები და შესანახი ავზები. პროგრამაში რეგისტრაცია 29 თებერვალს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის  სისტემაში შემავალი უწყებების - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, პროექტების მართვის სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის  და    სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ მეფუტკრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თაფლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების, ფუტკრის დაავადებებისა და საფუტკრეების მოწყობის თანამედროვე სტანდარტების, ასევე აგროკრედიტისა და ქართული თაფლის  საექსპორტო მაჩვენებლების   შესახებ. ფუტკრის დაავადებათა  კლასიფიკაცია   მეფუტკრეებს  მეფუტკრეობის ექსპერტმა აკადემიკოსმა ვენერა სტეფანიშვილმა გააცნო.

აღნიშნული შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების  სააგენტოს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრის ორგანიზებით მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics