|
2025-01-12 09:49:59, 43732 ნახვა
სპეციალური ანონსი
"უსამართლო სასამართლო" – მოქალაქეები მოსამართლეების წვეულების ფონზე საპროტესტო აქციას აანონსებენ
დღეს, 14:45 საათზე, რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულებაა დაგეგმილი, მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია სახელწოდებით „უსამართლო სასამართლო“ იმართება და მისი მონაწილეები ბოლო დღეებში დაკავებული პირების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.
აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ადამიანები და შეწყვიტოს ძალადობრივი მეთოდებით სამოქალაქო უფლებების დარღვევა.
აქციას სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდებიან. მათი თქმით, სასამართლოს დღევანდელი მდგომარეობა სამართლიანობის პრინციპებს სრულად ეწინააღმდეგება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)