18:37 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 15:14:44, 451 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად დამატებით ვადას აძლევს

ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადები გაუხანგრძლივა.

31 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, სტაციონალურ დაწესებულებებს სერტიფიკატის წარდგენა 2025 წლის 1 მაისამდე ევალებათ, ხოლო ამბულატორიული და ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა. სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც აკრედიტაციას ვერ გაივლიან, პროგრამის დატოვება მოუწევთ.

მანამდე, სავალდებულო აკრედიტაციის ბოლო ვადა 2025 წლის 1 იანვარი იყო. თუმცა, 2024 წლის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადასტურებლად დამატებითი დრო მიეცემათ.

დადგენილების  მიხედვით:

სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ვალდებული არიან, 2025 წლის 1 მაისამდე წარადგინონ საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ამბულატორიული და ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ლაბორატორიები, ვალდებულნი არიან 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარადგინონ საერთაშორისო აკრედიტაციის ან ISO სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტები.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, პროგრამის დატოვება მოუწევთ.

საერთაშორისო აკრედიტაცია ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვისაც სავალდებულო გახდება, რაც ISO15189 სტანდარტის შესაბამისობის მოპოვებას გულისხმობს.

სამინისტროს განცხადებით, ეს ცვლილებები მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics