2025-01-08 10:26:45, 354 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო მინისტრი - რამდენიმე დღეში აშშ-ს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღიქვამენ მეგობრად და არა მტრად
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსნის, ანტალ როგანის მიმართ აშშ-ის სანქციებს გამოეხმაურა.
უნგრეთის დიპლომატმა ანტალ როგანის წინააღმდეგ აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
„ეს არის პირადი შურისძიების აქტი ამერიკის წარუმატებელი ადმინისტრაციის მხრიდან უნგრეთში მოვლენილი ელჩის, რომელიც ახლა წარუმატებლად და სამარცხვინოდ ტოვებს თანამდებობას. ეს ქმედება მიმართულია ანტალ როგანის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღიქვამენ მეგობრად და არა მტრად“, – განაცხადა სიიარტომ.
აშშ-მა „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა
ავტორი: ექსპრესნიუსი,