|
2016-03-03 13:00:59, 563 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობამ მანდილოსნებს დედის დღე მიულოცა
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბუთხუზი და დირექტორის მოადგილე მაკა გვარამია ცენტრის პირველ ფილიალს ესტუმრნენ. მერიის ინფორმაციით, მათ მანდილოსან თანამშრომლებს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრად ტორტი და ყვავილების თაიგული გადასცეს. გიორგი ბუთხუზმა ქალბატონებს თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დაძაბული სამსახურისა, ისინი შესანიშნავ მანდილოსნებად და დედებად რჩებიან. მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ამაყობს, რომ სასწრაფოში ასეთი პროფესიონალი ექიმი ქალბატონები მუშაობენ. მთლიანობაში, დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებმა ცენტრის ცამეტივე ფილიალი მოინახულეს და იქ მომუშავე ქალბატონებს დღესასწაული ტორტებით და ყვავილების თაიგულებით მიულოცეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)