|
2016-03-03 12:47:08, 563 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონის გამგეობისგან სასაჩუქრე ნობათებს 50 საჯარო სკოლა და ბაგა-ბაღი მიიღებს
სამგორის რაიონის გამგეობისგან სასაჩუქრე ნობათებს 50 საჯარო სკოლა და ბაგა-ბაღი მიიღებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური 160-ე ბაგა-ბაღს ეწვია, აღმზრდელებს დედის დღეს პირადად მიულოცა, სასაჩუქრე ნობათი გადასცა და მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. „ვფიქრობ აღმზრდელისა და მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს და თითოეული მათგანი ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ, ყველა აღმზრდელსა და პედაგოგს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსათვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას“, - განაცხადა მამუკა ჩოქურმა. დედის დღესთან დაკავშირებით, სამგორის რაიონის გამგეობისგან ნობათები რაიონის მასშტაბით, სულ 50 სკოლასა და ბაგა-ბაღს, 3000-მდე პედაგოგსა და აღმზრდელს გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)