|
2024-12-31 10:58:38, 400 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და პირველ იანვარს იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ზოგან იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 2 იანვრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, შემდგომში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ზოგან მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 31 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, 1-3 იანვარს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 2 იანვრამდე ზოგან მოთოვს, შემდგომში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2 იანვრამდე ზოგან მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)