05:43 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 16:27:57, 490 ნახვა

საზოგადოება
ქურდოვანიძე - დღეს არსებულ კრიზისს „რუსული კანონის“ გაუქმება ვერ უშველის

დღეს არსებულ კრიზისს „რუსული კანონის“ გაუქმება ვერ უშველის,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

ქურდოვანიძის განცხადებით, „ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს“.  

„ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, „რუსულ კანონზე“ ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია. 

ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს.
 
თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს“,- წერს ქურდოვანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics