03:45 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 23:48:56, 738 ნახვა

სამართალი
ირაკლი ქადაგიძე პეტრიაშვილის საქმეზე: შესაძლებელი იყო ამ დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნა

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი ქადაგიძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნა შესაძლებელი იყო. მისი თქმით, სანამ გამოძიება არ დაასრულებს თავის საქმეს, მანამდე მოტივებზე საუბარი მხოლოდ ხელს შეუშლის გამოძიებას.

''რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნა, მაგრამ დღემდე ეს დანაშაული გაუხსნელია. ფაქტობრივი მონაცემები იძლევა საფუძველს იმისას, რომ გამოძიება რაღაც ეტაპამდე იყოს მისული. ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ხუთი დღის განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მოტივი, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ეს დანაშაული. მაგრამ მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ ეს არის შეცდომა. ეს არის გამოძიებისთვის ხელის შეშლა და არავითარ შემთხვევაში, სანამ გამოძიება არ დაასრულებს თავის საქმეს, მანამდე ამ მოტივებზე საუბარი მხლოდ და მხოლოდ ხელს შეუშლის გამოძიებას,'' - განაცხადა ირაკლი ქადაგიძემ, გადაცემა არჩევანში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics