|
2024-12-07 22:13:57, 3385 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონმა ტრამპი და ზელენსკი ელისეის სასახლეში შეხვედრა გამართეს
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც პარიზში ჩავიდა ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე დასასწრებად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში შაბათს, 7 დეკემბერს მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შეხვედრას უკრაინის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ ზელენსკი შეუერთდა. საერთაშორისო მედია საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ტრამპის, მაკრონისა და ზელენსკის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. შეხვედრა ნოტრ-დამის ტაძრის გახსნის ცერემონიამდე შედგა და ხანმოკლე იყო. AP-ის შეფასებით, ტრამპმა ელისეის სასახლეში სულ დაახლოებით 90 წუთი გაატარა. საუბარში ზელენსკის მონაწილეობა 35 წუთს გაგრძელდა. "კარგი, პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან, როგორც ყოველთვის, დიდი მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის", - დაწერა ზელენსკიმ. საფრანგეთში ვიზიტი რესპუბლიკელის პირველი საერთაშორისო მოგზაურობა იყო ნოემბერში მისი მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. პარიზში იგი მიიღეს სრული საპრეზიდენტო პატივით, მათ შორის უზარმაზარი წითელი ხალიჩით, აღნიშნავს სააგენტო AP. ამასთან, ონლაინ გამოცემა Politico აღნიშნავს, რომ ტრამპი მაკრონთან შეხვედრაზე 40 წუთზე მეტი დაგვიანებით მივიდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)