02:34 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 13:33:52, 585 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც  ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. ასევე, დაზიანდა და განადგურდა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ქონება, მათ შორის თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics