|
2016-02-29 19:07:19, 886 ნახვა
სამართალი
მამუკა ახვლედიანი: მენეჯმენტისთვის რომ დაებრალებინათ, სასამართლოში სასადილოც დახურეს და აპარატებიც აიღეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, წინასწარ იყო დაგეგმილი, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლოში არასწორი მენეჯმენტისთვის დაეკავშირებინათ. როგორც ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად, არასაკმარისი ოთახების რაოდენობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით არაერთხელ მიმართა, თუმცა მათ რეაგირება არ მოახდინეს. ახვლედიანი ამბობს, რომ მსგავსი საკითხების მოგვარება სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფუნქციაში შედის. უფრო მეტიც, ახვლედიანის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასადილოს მუშაობაც გამიზნულად, თითქოსდა მენეჯმენტის პრობლემის გამოსაკვეთად შეაჩერეს: "გენერატორი რატომ გამოირთო და ოთახი რატომ არ აქვს, მე რა უნდა გამეკეთებინა ოთახზე, ესაა საბჭოს ფუნქცია, საბჭომ უნდა უზრუნველყოს. არვიცი, რამდენი წერილი მაქვს გაგზავნილი, რომ შენობა აღარ არის საკმარისი. ორ-ორი მოსამართლე ზის ოთახში და როგორ უნდა გაანაწილო მოსამართლე ვიღაცას უნდა დაუსვა, თუ სხვა მოსამართლე უარს აცხადებს, რომ მასთან დაჯდეს, როგორ უნდა მოიქცეს სასამართლოს თავმჯდომარე, სად წავიყვანო ეს ადამიანები?! თურმე ესეც ჩემი პრობლემა ყოფილა. სასამართლოში მენეჯმენტზე რომ დაებრალებინათ ეს თემები, სასადილოს ფუნქციონირებაც კი შეაჩერეს, არვიცი დოკუმენტებიაო მოსაწესრიგებელი, აპარატები აიღეს, სადაც კვების პროდუქტები იყიდება. თითქოს ეს ჩემი საორგანიზებო იყო. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ნებისმიერი მოსული მოქალაქე, თუ ადვოკატი ამბობდა - რა არის ბოლოს და ბოლოს აქაურობას პატრონი არ ჰყავს? მათ არც ერთმა არ იცის, რომ ეს სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციაში არ შედის. ეს არის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია. სწორედ მათ გააკეთეს ხელოვნურად,რომ რომ როცა დადგებოდა ეს საკითხი, ნებისმიერ ადვოკატს და ყველას ეთქვა - ხო, მენეჯმენტის პრობლემები იყო და ვერ ალაგებდნენ. ყველაფერი ერთად ჯამში რომ გამოსულიყო. ეს არის ერთად დადგმული სპექტაკლი, რომელშიც განაწილებული აქვთ როლები სხვა და სხვა სახელითა და გვარებით", - განუცხადა მამუკა ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს".
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)