14:25 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-24 11:18:52, 2543 ნახვა

სპეციალური ანონსი
„სახელოვნებო სცენა პროტესტს უცხადებს რეჟიმს“ - თბილისში 17:00 საათზე მსვლელობა გაიმართება

დღეს, 24 ნოემბერს თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. 

ღონისძიების ორგანიზატორები FULL STOP · წერტილი და კულტურა დემოკრატიისთვის არიან.

როგორც ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსვლელობა 17:00 საათზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდება.

„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით, მმართველმა პარტიამ, უგულებელყო უმრავლესობის ნება და საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მთავარი - არჩევანის თავისუფლება წაართვა.

საქართველოს სახელოვნებო სცენა პროტესტს უცხადებს რეჟიმს, რომელიც ებრძვის ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც სიტყვის, გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლებაა.

ქართული კულტურა საფრთხეშია და მასთან ერთად, საფრთხეშია თავად ქართული იდენტობაც. ამის კარგი ილუსტრაციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებიც.

ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, არ გავჩუმდეთ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, დავიცვათ ადამიანის ძირეული უფლებები და ქართველი ხალხის არჩეული, ისტორიული ევროპული კურსი.

ვიწყებთ პროტესტების სერიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და შინაარსი ექნება. ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული კულტურა და იდენტობა - ვთხოვთ შემოგვიერთდეს.

მოძრაობის პირველი მსვლელობა კვირას, 17:00-ზე გაიმართება. შეხვედრის ადგილი - შოთა რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის მეტროს გვერდით. სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, მსვლელობის ბოლო წერტილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება“,- აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics