02:10 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-21 14:25:34, 364 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

2025 წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა, პროგრამის განვითარების შესაძლებლობები განიხილა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, ბენეფიციარებისა და სამედიცინო დარგის წარმომადგენლებისგან მიიღო.

„იმსჯელეს დაავადებების მკურნალობის გაფართოების შესაძლებლობებზე, შესაბამისი კადრებისა და სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე. 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტი თითოეული ბენეფიციარის ჯანმრთელობისა და ინტერესის დაცვაა, შემდგომი გადაწყვეტილებებიც, ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, მშობლების აქტიური ჩართულობით იქნება მიღებული. 

შეხვედრებს ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე და სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, ასევე - პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექიმები და ექსპერტები“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics